როგორ დაგშორდი უფალო ჩემო აღარც კი მესმის ძახილი შენი, დავეხეტები ამ ტრიალ ქვეყნად უძღები ვინმე გადანაშენი.
ამაოების მდგმური ვარ ისევ და მის ნაკვალევს ვეღარ ვშორდები, ისევ ის ზნე მჭირს მარადი გზირის ამ მგზავრობაში გადმონადები.
ნუთუ მარადის ასე ვევნები და არც არასდროს არ შევიცვლები? ვარ განწირული ჩემივე ნებით და უღმერთობას ვერ ვეცილები.
მოდი უფალო წამომაყენე დავიღალე და სუნთქვა მეკვრება, არა აქვს ფასი ჩემს უშენონას მიშველე ღმერთო, სული მეყრება. |