წუხელის სიზმრები დავხოცე,
დევებს შევეჯიბრე ლექსებში,
მერე გადმოვბრუნდი,გაკოცე
ვნებამ გაიღვიძა ხელებში...
დილამ უსირცხვილოდ გაკიდა
თოკზე ღამის ერთი სიზმარი,
ჩვენ კი გათენება არ გვინდა,
ჩვენ კი მზე გავაგდეთ წვიმაში...
დილა მშვიდობისა,უფალო
ვიშვი უნებური ცოდვიდან
ცოდვა უნებურიც არსებობს
ახლა კი შენს გზაზე მოვდივარ...
რასაც სიყვარული მკარნახობს
იმას შევასრულებ ყოველთვის
ლექსებს ახლაც ყურში მკარნახობ
ღვთიურ სამყაროდან მოცვენილს.
წუხელის სიზმრები დავხოცე
შენ კი დაგიბრუნდი ლექსებით,
რითმით საფეთქელზე გაკოცებ
ვენას სისხლად ისევ ევსებით...
დილა მშვიდობისა,უფალო!... |