არ ვიცი ვინა ხარ, მაგრამ მე მიყვარხარ,
ცხოვრების ნაზ წამებს კვლავ შენთვის ვინახავ, ვერ ვხვდები ვინა ხარ, უბრალოდ მიყვარხარ!... ყვირილიც ვერ მშველის,მე გრძნობებს ვინახავ და ვცდილობ შეგიცნო როგორმე, ვინა ხარ? შენ ჩემი ცხოვრების მთვარიან ცისა და ამ ვარსკვლავების გზისა ხარ, ვინა ხარ? უბრალოდ შენ ჩემი ლამაზი ვიღაც ხარ, გიცნობ და არც გიცნობ, მითხარი ვინა ხარ... ან იქნებ მოფრინდი ნათელი მზისაგან... მე მართლა არ ვიცი საიდან, ვინა ხარ, უბრალოდ მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ |