არა, დაღამდა... ღამეა ისევ, ისევ მოეწყო ვარსკვლავთლაშქარი ცაზე. მთვარის სადგური გავსრისე და გადმოყარა ცაზე ნაწლავი.
ვინ რას გაიგებს, მოწყობილს მკერდში, ცას მიეჯაჭვა როცა თვალები და ციურ სხეულთა ჯადოქრებში ბგერებიც სდუმან (სდუმან - ბრჭყალებში).
მისტიკურ ძალთა გაოგნებაა, სისხლის დინება მკლავებში გახმა... დღეს მე და ღამის გაორებაა და ვემსგავსებით ერთმანეთს ახლა!
ციურ სხეულზე ვარსკვლავთწყლულები გადავიხვიეთ სქელი ღრუბლებით. შემართული აქვს ქალაქს ლულები და გაგვიხვრიტოს ლამის შუბლები.
უსასრულობის სივრცე არ გვყოფნის რადგან სიყვარულს საზღვარი არ აქვს! ჟამია ცაზე ყოფნა არ ყოფნის და სევდიანი დავყურებ ქალაქს. |