თავი მომაბეზრა მასხარის ნიღაბმა, სხეულში მიწყვია შეშლილი ნაღმები, სულს ძველი ძონძებით სათუთად ვიმალავ, სიცოცხლე შემძულდა- ღმერთო ნუ გაწყრები. აინთო, აივსო, გაგიჟდა სამყარო და მიხმობს თავისთან მისანი დაისი... დროა გაიღვიძო სიკვდილო,საბყარო, სანამ დაგასწრებ და თვითონ გავისვრი. მრავალთა დანახვა სულს,არა-გულს მირევს... თარეშობს სიმართლე მწარე და უხამსი, სიმართლე რომელსაც თვალები ვერ იტევს... თვალები ვერ იტევს... ის დაძრწის ქუჩაში. უიღბლო გამოდგა ეს ღამეც,წყეული... ვერ შევძელ სხეულის კარების გაღება... და სული საწყალი, ობოლი, ეული... მარად ამ სამყაროს მძევალი დარჩება. |