siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-23 - 7:00 PM    
siyvaruli.in
უშენოდ ჰორიზონტს ნაპირი არ უჩანს,

ქუჩებს მივუყვები უგზოდ და ზვარაკად,

ბაღიდან შეთქმულივით მიცინის ალუჩა,

შენს სახელს მკერდზე იწერს ნაცნობი შარაგზა.

უშენოდ სამყაროს რუხი აქვს ფერები,

ღრუბლებსაც დაუკარგავთ ჩვეული სიმკრთალე,

თვალებით შენი თმის ბოლოებს ვეფერები,

გაგიკვირდება და მარტო ეს ვიკმარე.

უშენოდ ვერ ვსუნთქავ,ჰაერი არ მყოფნის,

ალბათ დამეწყება მალე აგონია,

და ამ გაბზარული მკერდის გამყოფი

გული კვლავ შენი უტყვი გამგონეა.

აბჯრით იმოსება დღეს ღამე მძვინვარე,

ეტყობა სატახტოს დალაშქვრას აპირებს,

ქალაქი გახიზნულა ნისლიან მყინვარზე,

უშენობას ვურევ მტკვრის მღვრიე ნაპირებს.

არ შევეპუებით,დავდგებით ათ რიგად,

თუკი სათქმელი უნდა თქვას დაშნებმა,

და თუ არ გვიშველის მოქცევა ამრიგად,

უშენოდ ჩემი სიცოცხლეც დაშრება.

უშენოდ ჰორიზონტს ნაპირი არ უჩანს,

ქუჩებს მივუყვები უგზოდ და ზვარაკად,

ბაღიდან შეთქმულივით მიცინის ალუჩა,

შენს სახელს მკერდზე იწერს ნაცნობი შარაგზა.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<