siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-15 - 5:11 AM    
siyvaruli.in
,,ის დღე დაიწყო მტრედისფერი ცით და ამინდით...

ჩაფიქრებული ბოლთას სცემდა გემი ნაპირთან.

იმ დილით პოეტს შენი გულის ნაწილს დაპირდი.

და თურმე იმ დღეს პოეტს შენს თავს ღმერთი დაპირდა...

გაგრძელდა დილა საიმედოდ, რაც მთავარია,

ტალღების ჯარი მოძრაობდა მწყობრად ქალაქთან...

ყველა კეთილი მიზანსცენა ქარმა არია.

და, უფლის ნებით ყველაფერი მისით დალაგდა.

მერე პოეტმა ცალი ხელი მოგხვია ალყად

დაიძრა გემიც, შეუერთდა შორით კოჰორტას.

შენც შეამჩნიე სანაპიროს ჰკოცნიდა ტალღა

იდგა სურნელი სამაისო ვარდის კოკორთა...

იდგა სურნელი, იწვა ზეცა, ამინდი იჯდა...

ზღვა-სივრცის მაჯა სანაპიროს ქარმა დასერა...

შეგცივდა.. ხელი მიაფიცხე პოეტის ნიჭს და

ტანზე მოიცვი ბედნიერი პოეტის მზერა...

ხმა იყო ლურჯი, ცა - ზღვისფერი, დრო ღია თეთრი..

დაბლა, ღრუბლებში სამი გემი მისდევდა ოც ნავს,

ამაღლდით ცამდე, ალბათ ასე, ცა-მეტი მეტრით

და მიაწერეთ პოეტური პირველი კოცნა...

იმ დღეს პოეტმა შენი თავი უფალს რომ სთხოვა,

კარგად ვხედავდი ანგელოზი ედგა თავდებად...

იწყება შენში უსასრულო გრძნობების თოვა...

ლექსი კი პირველ კოცნასავით მალე თავდება! "
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<