siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-15 - 5:23 AM    
siyvaruli.in
ტკივილიანო სიყვარულო ჭაღარა თმებით,
კარგა ხანია რაც ერთმანეთს ფარულად ვხვდებით,
უცხო თვალისგან საიმედოდ გვიფარავს ფარდა,
სწორედ ამიტომ არვინ იცის მე და შენს გარდა,
თუ რა ტკბილია და რა მწარე ყველა შეხვედრა;
ჩემთვის რამხელა სიმდიდრეა შენი შეხედვა...
როცა შენთან ვარ, მაშინა ვარ მხოლოდ ძლიერი;
ხმამაღლა ვერა, მაგრამ ჩუმად ვართ ბედნიერნი.
მალულ სიყვარულს სხვა ძალა აქვს,სხვაგვარი ეშხი,
ამდენი ხანი ვიცხოვრეთ და ეს შეგვრჩა ხელში...
რა ოცნებებით შევცქერით ცას,რა გარინდებით,
თუმცა კი ვიცით, რომ ვერასდროს ვერ გავფრინდებით...
და მაინც ჩემო, არა ვნანობ ასე რომ მოხდა...
ჰოო... წუხელ მართლა, რა საოცრად, რა თეთრად თოვდა...
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<