siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-15 - 7:56 AM    
siyvaruli.in
რწმენა მომაკლდა...
გავალ მეზობელთან,
იქნებ ჰქონდეს ორიოდ თავი.
აკი ყოყოჩობს,
თითქოს მოზღვავდა,
მივალ და შევთხოვ ჩემებრ მოკრძალვით.
სულში თუ ისევ ხმა გამოძრავდა,
გამოვა რამე,
თუკი ოფლს დავღვრი.
გამოვა! ვირწმუნე!
რაღაც გამოვა.

აგერ, ტაძრიდან გამოდის მორწმუნე,
პირჯვარს ისახავს...
შუბლი, ჭიპი, მხრები...
ჭეშმარიტების ძლიერ მოწყურე...
თითქოს ჩემსავით რწმენა მოაკლდა
და უფალს შესთხოვს ორიოდე თავს.
არა იმისთვის რომ ყოფა გაწელოს,
არა! სხვაგვარად ის დღეს ვინმეს მოკლავდა...
დამსგავსებია უნიჭო ფერმწერს,
რომელიც ხატავს ტკივილის ხატებს,
რომ უკეთ აღწეროს რწმენის აკლდამა,
შორიდან განსაზღვროს ტკივილის არე.
სად აღარ ვეძებთ იესოს... სად აღარ...
იქნებ მოგვესმას ხმა: -აღსდექ ლაზარე!

რწმენა მომაკლდა და ვფიქრობ ბევრ რამეს...
ზოგს კარგს,
ზოგს ცუდს,
ფიქრს ვერ ვეყრები...
მეზობელ ღამეს კვლავ ვუკაკუნებ,
მაგრამ სძინავს მას...
სიზმრად ვეჩრები,
მთვარეში ვულაწუნებ ჯვარცმას...
შუბლი, ჭიპი, მხრები...
ღმერთს ვევედრები,
გამოიყვანოს ჩემი ტაძრიდან
ვნების ცხედრები,
რომ არ მესმას ისევ თავიდან
ეშმაკთა ხმები:
”ვენი ვიდი ვიცი”...
ქრისტე დამლოცე ჯვარცმიდან,
რომ მეც აღვწერო ტკივილი.
არ ვიცი რა მტკივა...
იქნებ მეც შევძლო ყვირილი
რწმენით: ”ვენი ვიდი ვიცი”.
ასე... მარტივად...
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<