siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-15 - 8:02 AM    
siyvaruli.in
რა იქნება ჩემს ბალიშს რომ
შენი სუნთქვა ათბობდეს,
ჩემი გული შენი გულის
გულის ცემით ათრთოლდეს.

ჩემი თვალი, შენი თვალის
თვალთახედვით ხარობდეს,
ჩემი ცოდვა, შენი ცოდვის
ცოდვილებას ნანობდეს.

ჩემი ნატვრა,შენი ნატვრის
ასრულებას ლამობდეს.
ჩემი ბაგე,შენი ბაგის
თბილ შეხებას ნატრობდეს.

ჩემს სხეულს რომ შენი ხელის
მხურვალება ათბობდეს.
ჩემი სიტყვა შენი სიტყვით
გულის ნადებს ამბობდეს,

ჩემს გონებას შენი კანის
სურნელება ათრობდეს.
ჩემი სითბო შენი გულის
მყინვარებას ალღობდეს.

რა იქნება ჩემს ბალიშს რომ
შენი სუნთქვა ათბობდეს,
რა იქნება ჩემს სიყვარულს
შენი გული არ გმობდეს.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 6
სტუმარი: 6
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<