siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-22 - 1:31 PM    

მატარებელიც მოიჭრა თუჯის,

ბოლს ლეჩაქებად ჯაგებზე სტოვებს,

იქ, სადაც მთები ეპყრა ელგუჯას,

სად ვეღარ ნახავ იმავ ფანტომებს.

უცებ ტრიერის გუგუნს მოისმენს

დილა ლაჟვარდი და ნამიანი

იქ, სადაც ძველად ოდით-ოდესმე

სთვლემდა "კაცია-ადამიანი”.

ახალ-ახალ გზად დაიწყებს კრთომას

ავტომობილი ელვათა მფენი,

სად მორბელაძეს, რაინდს სოლომანს,

ერთხელ ბელტებში წაექცა ცხენი

და სად სიკვდილი მოისხა ქოხმა.

ის მწუხარება დარჩება გაღმა,

ქარხნების ბოლი ავა გამოღმა,

რომ ელექტრონის იფეთქოს ნაღმმა.

იქაც, სად სავსე არის მითებით

ნადარბაზევი ან გუბაზეთი,

ჰაეროპლანის გაბედითებით

მივა რადიო, კინო, გაზეთი.

ყველაფერს ძველი ფერი წაერთო,

რაც კი რომ ახალ დროს შეეტოქა,

რომ ყველაფერი იყოს საერთო,

ამისთვის იბრძვის ჩვენი ეპოქა.

 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<