siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-09-20 - 9:46 PM    
siyvaruli.in
ზოგჯერ სიგიჟე ისე მოგივლის

გინდა რომ მთელი ძალით იყვირო.

მიწას ჩასძახო. ზეცას ასძახო:

მიყვარსო. მიყვარსო. მიყვარსო!

გინდა ქვეყანა შემოიობინო

ყველას აუწყო. ყველას აცნობო.

გვერდში მდგომს ყურში მაგრად ჩასძახო.

მიყვარსო. მიყვარსო. მიყვარსო!

თოვლის ფიფქს ამცნო და წვიმას უთხრა.

ძირს დაიხარო. ჭიას ახარო.

ვარდი დასუნთქო.გული გაუხსნა:

მიყვარსო. მიყვარსო. მიყვარსო!

გული ვერ იტევს საზღვრებს გადაღმა

გადადის ძალა სიყვარულისო.

და მთელ ცხოვრებას შენი გზით აწერ:

მიყვარსო. მიყვარსო. მიყვარსო!

თუ სიყვარული გაგყვა მეგზურად

თუნდ ეს სიგიჟე გადაიტანო

ბედნიერი ხარ... თუ შეგეძლება

რომ კვლავ იყვირო მ ი ყ ვ ა რ ს ო!

 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<