siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-22 - 7:58 PM    

ჩემმა სამშობლომ მშვენიერმა რაც ნახა ჭირი,

რაც მახინჯთაგან განიცადა ჟამთა მოღრუბლვით,

რაც ნახა ჭირი, ვიგონებ მას, მე, მახაჯირი.

მშობლიურ მიწის ერთი მუჭა თან მიმაქვს უბით.

დაგვსაჯა ბედმა, იმ შავბედმა, და გასაჭირი

გაჟღინთა ნისლის, ცრემლებისა და სისხლის გუბით.

თიხას დიხაშხოს, თუ ფხვიერსა ვგრძნობ, მახაჯირი.

მშობლიურ მიწის ერთი მუჭა თან მიმაქვს უბით.

რა დამავიწყებს ფირუზისფერს ტყესა და ნაპირს,

მაღალ მთებითა და ერცახუს ვრსკვლავით ტყუპით,

ჯახში, ჯახირში, ჭაობებში, ხაშმში, მახაჯირს

მშობლიურ მიწის ერთი მუჭა თან მიმაქვს უბით.

რაა გარშემო? სევდა, ანძა და მოაჯირი.

ქანაობს გემი ქარისა და ტალღების ჩხუბით.

რა საჭიროა, სადაც მივალ მე, მახაჯირი,

მშობლიურ მიწის ერთი მუჭა თან მიმაქვს უბით.

ცაზე ღრუბლების მობნეული წყება ხშირ-ხშირი,

ცივა და ბაქანს წვიმა ასხამს ღრუბელთა რუმბით...

ვერ ვეღირსები ჯარს და ჯირითს მე, მახაჯირი...

მშობლიურ მიწის ერთი მუჭა თან მიმაქვს უბით.

იმედს არასდროს არა კარგავს, ვინც ომს აპირებს,

უიმედოა მხოლოდ ქაჯი, თვალირიბ უპით,

ერთი იმედი უცხო მხარეს მიმაქვს მახაჯირს,

მშობლიურ მიწის ერთი მუჭა თან მიმაქვს უბით -

მალე მაისის მხურვალე მზე სხივებს დააჭერს,

და არემარე მოირთვება ყვავილთა ჯგუფით,

რომ გამახსენდე, გაზაფხულო, მიმაქვს მახაჯირს,

მშობლიურ მიწის ერთი მუჭა თან მიმაქვს უბით.

არა, არაა ყველა გზები გადანაჭერი,

მჯერა, მხურვალე მზე დაგვიცავს ელვარე შუბით.

თვით სამარეშიც ამას ვიგრძნობ მე, მახაჯირი,

მშობლიურ მიწის ერთი მუჭა თან მიმაქვს უბით.

როცა წარსდგება დიდებული მომავალის პირს

აფხაზი მზითა, ოსმალო კი - ჭუჭყით და წუმპით -

აი, იმ დღისთვის, დღეს განწირულს მიმაქვს მახაჯირს,

მშობლიურ მიწის ერთი მუჭა თან მიმაქვს უბით.

გარდავა ბნელი უფსკრულების მღვრიე ნადირი,

აღმოსავლეთი მოირთვება ცისკრის ალუბლით,

მომავალ დროშებს ახლავე ვგრძნობ მე, მახაჯირი,

მშობლიურ მიწის ერთი მუჭა თან მიმაქვს უბით.

თუ გაიელვებს იმათ თვალწინ ჩვენი ხანჯალი,

ჩონგურს ძველებურს თუ სიმები ისევ გავუბით,

კვლავ შემოვძახებ ძველ სიმღერას მე, მახაჯირი.

მშობლიურ მიწის ერთი მუჭა თან მიმაქვს უბით.

იმ ნადირობით, ცხენოსნობით, ხმით პირდაპირით,

ღვინით, სიმღერით, მშვიდობიან სუფრით, საუბრით,

სტუმრებთან ერთად ვერ დავტკბები მე, მახაჯირი...

მშობლიურ მიწის ერთი მუჭა თან მიმაქვს უბით.

აწიოკების და დანგრევის ხანგრძლივი ნირი...

მე მაგონდება მამა, დედა ნათელი შუბლით.

იმათ ფერფლს მარად ვენაცვლები მე, მახაჯირი,

მშობლიურ მიწის ერთი მუჭა თან მიმაქვს უბით.

აი, რას ვეტყვი აფხაზეთის მომავალ გმირებს

არც უსასო ვარ, არც ცრემლები მდის ღაპაღუპით.

გრძნობდეთ, მოძმენო, მწუხარებით ჩვენ, მახაჯირებს,

მშობლიურ მიწის თითო მუჭა თან მიგვაქვს უბით.

 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<