ოჰ, რა ტკბილად ეძინება ღამეს მდუმარს და ფერმიხდილს!
მარტონი ვართ, ჩემო კარგო, ყური უგდე ჩემს სუნთქვას ფრთხილს...
ველთა შორის გამოისმა ხმაურობა მშვიდი, წყნარი,
და ყვავილებს ზედ დააკვდა მონავარდე ცელქი ქარი...
ჩუმად გეტყვი, მარტონი ვართ, მივლის ფიქრი ამაზრზენი,
მთელი გულით მე შენი ვარ... სამუდამოდ შენი, შენი...
შემიძლია დაგივიწყო? - მიპასუხე, ამიხსენი,
მთელი სულით მე შენი ვარ... სამუდამოდ შენი, შენი! |