|
სულ ერთმა სიტყვამ, სულ ერთმა სიტყვამ დამათრო ასე და მომაგონდი ისევ... ჩემში აჩრდილივით შემოიპარე, მომეფერე და თხელი თითები შეახე ჩემი სულის დაჭიმულ სიმებს, ცრემლიანი თვალები შენსკენ მიიქციე და მერე კი კოცნით ამოაშრე. ისე ფრთხილად გადაიარე, რომ ვერ ვიგრძენი შენი სიმძიმე... შენს სამყაროში შემისახლე, სამყარო რომელიც ერთდროულად მშვიდიცაა და მეამბოხეც, ნაზიც და მრისხანეც, მოსიყვარულეც და სასტიკიც. ჰო! ჩემში აჩრდილივით შემოიპარე და შენი თვალებიდან დაღვრილი სითბო ისეთ ცეცხლად დაანთე, რომ უფალს შევთხოვე არასოდეს წაერთვა ის სითბო, შენ, რომ მიწილადე და ჩემთან დატოვე. ახლაც ვერ მოგიძებნე სახელი, უბრალოდ ბედნიერების ფერი გიწოდე ჩემთვის... მე არ მაშინებს შენი დუმილი და გელოდები ჩუმად, ჩემს ფიქრებში... თავდახრილი, საკუთარი ფეხის ნაბიჯების ხმას აყოლილი...!! ! მინდა შემეხო და მომწყვიტო ამ რეალურ სამყაროს... მე ერთი პატარა, ანარც ისე პატარა.. .ჰო, მინდა რომ ფერებით დამღალო და მიმატოვო (ოღონდ)ვერასოდეს…..:( აი, ახლაც სიჩუმესთან და ღამესთან თანაზიარი სტრიქონებს ვაწყობ, ჩემს ფიქრებში, რომელსაც მთვარეს გავანდობ იქ, ნარიზალაზე ამოსულს, რათა შენს სარკმელში შემოიხედოს და მოგიტანოს. ვიცი, შენი სარკმელი ღიაა და ჩემი ფიქრი აუცილებლად გიპოვის. მაპატიე, მართლა არ მინდოდა ასე... მინდოდა ყველაფერიკარგად ყოფილიყო... ყველაფერი ისე ყოფილიყო, როგორც უნდა ყოფილიყო.... ამის ძალა ადრეც შემწევდა და ახლაც შემწევს... მინდოდა და ვცდილობდი... მინდოდა მაგრამ.... :( ერთადერთი, რაც მამშვიდებს და მამხნევებს ისაა, რომ... ვეცადე მაინც... და მაინც, კიდევ რამდენ ხანს გავძლებ უშენოდ, ასე გაშიშვლებული?... იცი????! როგორ მინდა მოგწერო, როგორ მინდა ჩემი ხმა მოვიტანო შენამდე… მინდა შენს სულში ჩავიხედო… მოვეფერო და ტკივილებზე მალამო დავადო..... სიყვარულ გამჯდარი თვალბით დავდივარ მარტო, თუმცა თვალებში შიშია, სითბოც და სიცივეც ერთდროულად... მინდა ,რომ თუნდაც უკანასკნელად თითებით აკრიფო ჩემს ტანზე დაყრილი ვნების სიმძაფრე... ყველა ძვალი მტკივა მონატრებით... მამძიმებს ეს სხეული.. ჩემი სული კი სულ სხვაგანაა ახლა. იქ. .იქ.. სადაც მარტო ნოტებია და ისმის .. ისმის მუსიკა ყველა მხრიდან.. ნოტიდან, ნოტზე დავხტივარ…. ვგრძელდები ამ ნოტების მიღმა და მოლოდინად ქცეული გული, ნელ-ნელა დაითვლის წამებს... რა ახლო ყოფილა ღიმილიდან ცრემლებამდე, მიკვირს.... ახლა კი, მხოლოდ შენგან შერჩენილ ვნებით ნასუნთქებს ყელთან, ჩემი საყურე შეხებით მარცვლავს... |