და ჩემს ეზოშიც ჩამოყარა ზამთარმა თეთრი, წლების მიხედვით დაალაგა წარსულის არე გადავითვალე მერამდენედ სამიოდ მეტრი, ჩემი ბავშვობის ბილიკიდან... და ასე ვარ მე.
აქ თოვლის ბაბუს მიკეთებდა ყოველთვის მამა, წარმოსახვაში თოვლის გროვას მე ვედროს ვადგამ, და რის ნერვები, ყველაფრი არა ღირს ამად, არა ღირს ამად ყველაფერი, დამთავრდა რადგან.
გამოვექეცი სიყმაწვილეს, ვერთობი რითი?! ჩემი სიზმრების ციხე-კოშკში ეულად ვცხოვრობ, მგონია ყველა მოგონებას შევახე თითი, რომელსაც უკვე დავიბრუნებ სიზმარში მხოლოდ.
რადგანაც დამყვა ირონია, რომ ჰქვია ბედის, მივყვებით აღმართს, შესვენებით, საერთო ქშენით, და ახლა ყველა გაღვიძება სხეულში შედის, სხეულში, როგორც ინფექცია - სურვილი შენი.
მე და შენ ასე, რიგ-რიგობით და მაინც ერთად, ვბრუნდებით სახლში, ხან დროულად ხანაც კი გვიან, დავსხდებით, როგორც კლასელები უკანა მერხთან, მერხთან, რომელსაც სამუდამო სიცოცხლე ქვია. |