მე ბევრს არ ვითხოვ , მინდა სიმშვიდე,
მე-გულები და ეს სულს მიმშვიდებს .
გადაგეყრები - ჩვენ გავზრდით შვილებს
ნატვრას ავიხდენ და ერთს ვიშვილებთ.
ჩვენ დავბერდებით , შევივერცხლებით,
მაჯებს შეგიმკობ ლეკურ ვერცხლებით.
ბუხარი ენთოს , ხურდეს კეცები ,
მერე მე წავალ , აღვიკვეცები ... |