ჩამოუვლია
ღრუბელს ბარზედ და,
წამოუღია მოკითხვა მთათა,
ახლა ხევსურეთს ზაფხული თუა,
ისმის ხმაური არღუნის თავთან.
ფეხით მოვივლი მთებს და ჭიუხებს,
დავეწაფები წყაროს წყალს ხარბად,
მე ხევსურეთის მოტრფიალე ვარ
და ხევსურეთსაც ვუყვარვარ ალბათ...
სუნთქვით ავყვები სიოს მთებისას,
ფიქრით ღრუბელი მიწას შევახე,
რა იქნებოდა, მხარევ ოცნების,
რომ თუნდაც ერთხელ მაინც მენახე.
დავკრეფდი ყვავილს ცვრიანს, რიჟრაჟზე,
მწვანე მინდორს რომ არტყია კაბად,
მე ხევსურეთის მოტრფიალე ვარ
და ხევსურეთსაც ვუყვარვარ ალბათ... |