siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-24 - 5:56 AM    
siyvaruli.in
გარეთ წვიმს, ეს წვიმა ერთმანეთს სივრცეში გვაერთებს,
წვეთივით ორთქლდება, შეგრძნება ორიდან ერთამდე.
მე ჩემი სათქმელი უბრალო, სტროფებად გავრითმე
და ეს გზა როდისმე, ორივეს მიგვიყვანს ღმერთამდე...

მე მარტო არა ვარ, თუ ვიცი, რომ სადღაც შენა ხარ,
მაშინაც არ მტოვებ, უჩემოდ, როდესაც მიდიხარ...
ხომ ხედავ, კარგია წვიმების უღრუბლოდ შენახვა,
ხანდახან ვკვდები ისე საშინლად მინდიხარ...

რაინდი, არა ხარ და მაინც მოჰგავხარ ლამანჩელს...
დაგღალა, ცხოვრებამ, ქარის წისქვილებთან ბრძოლაში,
შენ ახლა ან მომკლავ ან სულაც უბრალოდ დამარჩენ,
დამტოვებ გახვეულს გრძნობების საოცარ ოლარში...

მე ჩემი სათქმელი სიტყვები, ლექსებად გავრითმე.
ხანდახან მინდება წვიმების უღრუბლოდ შენახვა..
გარეთ წვიმს, ეს წვიმა, ერთმანეთს სივრცეში გვაერთებს,
მე ვწერ და ლექსების, მუზა და ავტორი შენა ხარ....

მე მარტო არა ვარ, თუ ვიცი, რომ სადღაც შენა ხარ...

 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<