siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2025-01-12 - 1:24 AM    
siyvaruli.in
მე შენ რა გთხოვე?! აღარ მოხვიდე!
აღარ მაჩვენო ტანის სიზმარი,
მზერით თვალებში რომ მოგაკითხე,
რატომ დახუჭე, შენ ეს მითხარი.

თუ არ გიყვარდი,რისთვის მფიქრობდი,
სხეულში რატომ აკრიფე ღელვა,
თუ ერთობოდი ჩემი გრძნობებით,
რამოხდებოდა ალალად გეთქვა!

მე შენ რა გთხოვე?! ღმერთს ნუ მადარებ!
თორემ ვიჯერებ ღმერთის ვარ ტოლი...
მაგ გულზე შენი ნებით მატარე,
ახლა გამიხდი ნერვებზე მწოლი.

რომ იპარპალე ჩემში სინათლედ.
რომ გწერე ლექსად,მამღერე ქორო
დარდების,მერე მე შენ რა გთხოვე?
აღარ მოხვიდე სულ ერთხელ მხოლოდ.

სიზმრებში მაინც ისე მისიზმრე,
რომ მოვაკვნიტო შენს ტუჩს მისხალი,
რომ ავაცილო სუნი მაგ სხეულს...
თუ ამიცხადდა შენ ეს მითხარი.

ბედნიერებას სად ჩაეჩრები,
ღმერთს მოწყინდება ჩემთვის დამალვა,
მე შენ რა გთხოვე?! აღარ მოხვიდე!
თუ მოხვალ მხოლოდ გრძნობის ამალა!
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<