siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2025-01-12 - 3:50 AM    
<br><br>მე ვიტყვი სიმართლეს, საშინლად დაღლილი,
და სანამ თხელ კანზე დანის პირს დავისვამ,
მინდა, ერთი წამით თვალი გავახილო
და ეს დედამიწა, რომელიც თავისით
ტრიალებს (დასჩემდა ღერძიდან გადახრა)
სისხლით დავასველო, უფალო, სხვა მეტი,
ა(ღა)რც არაფერი, არც შენი დანახვა,
არც ის, საკუთარი თავით რომ გავერთე
და გადამავიწყდი, რომ გავშრი, ავვორთქლდი,
მორჩა და გათავდა, უფალო, აღარ ვარ,
შენ გადამარჩინე, ათასჯერ, გამოდის,
რომ თვითონ ჩემივე ტკივილმა დამღალა,
და ახლა, ასეთი, არაფრის შემძლე ვარ,
რწმენისგან დაცლილი, გულაღმა ვაგდივარ,
ბოლო ღერ სიგარეტს ბოლომდე ვეწევი,
ვცეთ, ნერვებს (რაც დაგვრჩა) ბოლოჯერ პატივი
და მერე, თხელ კანზე ბრწყინვალე დანის პირს,
ძალიან უბრალოდ, ძალიან მარტივად,
დავისვამ, და შენი, უფალო, ალიბი,
რომ ცაში იყავი, იქნება ათივე
ის მცნება, რომელიც ასე დავარღვიე,
უგულებელვყავი, აქ, დაბლა, სხეულში,
და ჩემი ჩვენება, აღიარებითი,
ხელს მხოლოდ მომავალ თაობებს შეუშლის,
იმაში, რომ კარგად გაერკვნენ რაშია
დანიშნულება და მისია პოეტის...
უფალო, თუ შენი ადგილი ცაშია,
აი, მეც აქა ვარ, მე შენთან მოვედი,
ხოლო მიწაზე კი, აქ, სადაც ვიღლები,
აქ, სადაც თხელ კანზე დანისპირს დავისვამ,
ღმერთო, სულ ცოტაზე თუ გადმოიხრები,
მწამს, მჯერა, მწამს-მეთქი, უფალო... და ისევ
უსაზიზღრესია ქუჩაში ამინდი,
ოთახი გაყინულ კედლებში ექცევა.
ჩემდაუნებურად თვალი აგარიდე,
ღმერთო, ამ ოთახში ნურასდროს მეწვევი
მეორედ.
მე აქ სულ მარტო ვარ.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<