საათის ხუთი, ქუჩის ისმის დაკაწვრა ხშირი, მამლის ყივილთან მიკარგული ვდგები და გარეთ გავდივარ, ვხედავ ძია რეზოს (ქუჩის მხვეტავი), ცოცხის მოქნევით, ყოველთვის რომ აცილებს ღამეს.
დახრილი მზერა ფოთლებზე და ფიქრებზე წვება, ძაღლი დაყვება კუდში მუდამ, მუნი აქვს მგონი, ხეებიც შვილებს ესვრიან და უქრობენ შვებას, ეზოა სუფთა, ჰაერში კი მტვერია ფონი.
ჩემს მეეზოვეს პოეზია უზომოდ ხიბლავს, ყოველ დღე ლექსებს ვუკითხავ და კრიტიკას ვისმენ, ფოთლები ისევ უნებურად წვიმდება ხიდან, რადგანაც ღრუბლებს წვიმისათვის აკლიათ სისქე.
საათის ექვსი, ხელის ქნევით ქვევითქენ მიდის, ღიღინებს ჩუმად... ჩემთვის უკვე ნაცნობ სიმღერას... |