siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-04-26 - 4:46 PM    

გ.ძ.....ს
იქნებ იმისთვის, რომ საკუთარი
იყავი გულით და გარეგნულად,
იქნებ იმისთვის, რომ მე სხვაგვარი,
შენ სხვაგვარი გზა ბედმა გარგუნა,
რომ შენი მწარე, ქილიკი ენა
მე არ შემეძლო ახლოს მეთმინა,
იქნებ იმისთვის, რომ შენ ერთხელაც არ მომიგონებ ასე კეთილად, -
მე შენ გეძახი... სადა ხარ ეხლა,
სად იქნევ მკლავებს, ბრძოლას უჩვევი...
ამაღამ მტერთან მომიწევს შეხლა,
და იქნებ ტყვიას ვერც გადვურჩები.
ამაღამ ჩემი სვანური მუხლი
მე შემახვედრებს მტერთა ბლინდდაჟებს,
დღეს ჩემი იყო საღამოს მწუხრი,
ხვალ იქნებ ჩემთვის არც ირიჟრაჟებს,
...და ვისაც ყოფნის მტკიცე იმედი
არ შორდებოდა ძალ-ღონე მიხდილს,
ვინც იწვა თოვლში სიკვდილის გვერდით
და მტრის საფარში გზავნიდა სიკვდილს,
ვინც მომაკვდავ ძმას განშორდა ქარში,
სახეს უსისხლოს და განაოცებს,
ვინც იარაღთან მივიდა ბავშვი,
და ახლა შუბლზე ითვლის ნაოჭებს, -
მას შაუძლია ბავშვობის ზი
გისაყვედუროს, გაგკიცხოს შორით,
თუ სიტყვა შენი არა ჰგავს ტყვიას,
ამ სასტიკ ომში ჩემგან გასროლილს.

1943

 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<