siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-05-06 - 2:44 AM    
siyvaruli.in
ჩემი მისამართი - სანაპირო დროის სამაჯური - \"ორიენტი\", გუშინ უღმერთობა დავაპირე, მყავდა ვინაიდან ორი ღმერთი. ჰობი - უშენობის დასასრული, მახსოვს დიდი ხანი ვიგონებდი, ფიქრი - არეული... და სასულე სულ მთლად გაჭედილი სტრიქონებით. ჩემი სავარჯიშო - პითაგორა, ჩემი უნიჭობა - აქსიომა, სახლთან სულის ბორბალს მივაგორებ დღესაც, ალკოჰოლის მაქსიმუმით. ჩემი ორეული - პოეტია და სხვა სამოსი არც მაბადია, დაბადებისწუთისმომენტიდან, შენში გავიღვიძე... მაპატიე. არა, უღმერთობა არ ივარგებს, შენ კი ლექსებისთვის არ გცხელა და წუხელ სხეულიდან ავიბარგე, პირჯვარს ვისახავდი მარცხენათი. ჰოდა, ჩემი წლების- პოეზია, უნდა გადავცურო (ვფიქრობ) ტივით - შენი ოკეანე... პროგრესია... მასში უსუსური მიკრობივით - ვრჩები. კარს მიხურავს შვეიცარი... მრჩება გასართობად - საქანელა, ჩემივ გაოცება შევიცანი, შენ რომ შემოიცვი დაქალება. გრძნობის სისხლძარღვები - ი-ჟენშენი, ცნება - არაფერი არ გამომდის, შენ კი ცხოვრობ ახლაც ისევ შენი, ამოჩემებული სამყაროთი. გუშინ უღმერთობა შევინახე, მყავდა ვინაიდან ორი ღმერთი, ჩვენი მისამართი - ჩვენი სახლი დროის სამაჯური - „ორიენტი“.....
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<