მგელი ბატკანს შეხვდა ნავსად, შეკრთა, დაიბანდა...
ცად კი ერთი კასრის მსგავსად
მთვარის დისკო ჩანდა.
მგელმა ბატკანს ჰკითხა: - კასრის
მსგავსი რაა გარეთ?
ბატკანმა თქვა:- ჩემის აზრით,
ცაზე ბრწყინავს მთვარე...
მგელმა ბატკანს (რა გგონიათ?)
გაჰკრა კბილი ბასრი:
- როგორ ბედავ, იქონიო
საკუთარი აზრი?!