დასრულდა ცრემლებით ბანალურად ერთი სიყვარულის პრემიერა, პირქუში სიზმრებისთვის გამიმეტე ასე თავნება და ნებიერა. არადა, ღმერთმანი, თავი მომწონს, მართლა კარგი ვარ და სასურველი, მიკვირს – უჩემობას გაუძელი… ვაი – შენ თორემ მე რა მიჭირს, მე ჩემს ტყე-უღრანებს გადავლახავ… შენებრ გონიერი იმდენია, ჩემებრ თავქარიანს სადღა ნახავ
|