წითელი ჰოლი და ცისფერი კაბარე,დაღლილი ნოტები, გრძნობების მაესტრო,
ძველებურ ცხოვრებას წინა წლებს ვაბარებ,
მინდა რომ განაჩენს სიკვდილი წაესწროს.
დამისხით, დამისხით ბატონო კალვადოს,
იქნებ და დარდები ბახუსით მოვრკინო,
სიცოცხლე მომინდა, ო, მაგრამ რაღა დროს,
გვიან ხომ არ არის მითხარი ძმობილო.
დღეს მეძავ ქალებში ვიპოვი სიყვარულს,
უგულოდ, უცრემლოდ, "მე”_ების გარეშე,
ვგრძნობ იაფფასიან სუნამოს სიმყრალეს,
გამიშვი, გამიშვი ვუყვირი ფარეშებს.
მომდევდა ჭუჭყიან კაბარეს სიცივე,
და დაშტერებული უაზრო თვალები,
და დაყრუებული ქუჩების სიცილი,
და უკავალერო მეძავი ქალები.
ეს "მულენ რუჟია” , დამპალი სიცოცხლე,
წითელი ჰოლი და ცისფერი კაბარე,
აქ სანამ ვთვრებოდი მიყვარდი იცოდე,
ახლა კი წვრილმანებს კარისკაცს ვაბარებ.