|
ზოგჯერ ძალიან ცივა... მაგრამ არა ფიზიკურად, სულიერად ცივა. სულში თითქოს რაღაც ცივი ბობოქრობს და მთელ სულს იკავებს... ძნელია, ძალიან ძნელია ამ ყველაფრიდან, ამ სიცივიდან, სიბნელიდან თავის დაღწევა. ის თითქოს ნაწილია სულის, თითქოს შერწყმია მის მთლიანობას და... არ ვიცი ოდესმე თუ ვიპოვი გზას რომ თავი დავაღწიო ამ ყველაფერს. ... ეს იქნებ გიჟის ბოდვას გავს და სასაცილოა... მაგრამ იქნებ მე ვარ გიჟი... მე ჩემი სულის გადასარჩენად ვიბრძვი. ან იქნებ არ ვიბრძვი და უმოქმედოდ ვუყურებ თუ როგორ ვიღუპები. იქნებ შეიძლება ყველაფრის გამოსწორება,არ ვიცი, და ამიტომაც არაფერს ვაკეთებ. არ ვცდილობ. იქნებ შეიძლება–მეთქი და დაე ვიცხოვრო ამ იქნებ–ით, რომ მჯეროდეს სადღაც გულის სიღრმეში, რომ შეიძლებოდა და არ, ვერ გავაკეთე. თორემ რო ვცადო და ვერ შევძლო...არა!ღმერთო ამას ნუ დაუშვებ. ვცდილობ ამ ყველაფერს არ მივაქციო ყურადღება. ვსწავლობ ღიმილს, სიცოცხლეს ვსწავლობ. მაგრამ გულს ზოგჯერ მდუღარე ცრემლი მოსწყდება ხოლმე და მწვავს... ეს ძალიან მტკივნეულია. ჩემი სული ბრძოლობს... ალბათ ძალიან ბანალური იქნება თუ ვიტყვი, რომ ეს სიყვარულია, მაგრამ მაინც–ეს სიყვარულია. გრძნობა, რომელიც ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას. მერე რა, რომ მიუწვდომელია. ის მაინც ჩემია, ჩემთანაა. მე არ შემიძლია მის გარეშე. ის მუდამ ჩემს ფიქრებშია. არ ვიცი რა მემართება, ან რატო შევიყვარე ასე ძალიან მაგრამ... მე ხომ გიჟი ვარ, ალბათ, და ესეც ჩემი სიგიჟის ერთ–ერთი გამოხატულებაა. ალბათ ახლა ვზივარ თეთრ ოთახში, თეთრი ხალათით, ხელებშეკრული და დროდადრო აბებს მასმევენ, მაგრამ...მაშინ ვინ წერს ამას, ჩემი სული? არ ვიცი, არა... მაგრამ ეს, რასაც წერს ჩემი სული, ეს ხომ ნამდვილია, სულს ხომ ტყუილი არ შეუძლია... მე ხომ ვარსებობ, ისიც ხომ არსებობს, და ხომ მიყვარს... მაშინ რატო ვარ დაბნეული, რატო ვერ მივმხვდარვარ ვინ ვარ, ან რა მინდა... მხოლოდ ერთადერთი ვიცი– მე ის მჭირდება, ის მინდა და მერე გავიგებ ვინ ვარ მე!!! მასთან ერთად ცრემლი არასოდეს იქნებოდა და ალბათ ასეთი ცხოვრებაც მოსაწყენია... უცრემლო. მაგრამ მე მინდა რო მომწყინდეს... მიმიხვდი??? დავიღალე! მინდა ვიგრძნო თუ როგორია , როცა ბედნიერება გბეზრდება. შენ ამას ვერ მიხვდები ერთი უბრალო მიზეზის გამო – შენ არა ხარ მე. შენ შენ ხარ და იქნებ ამიტომაც უაზრობა გგონია ეს რასაც ვწერ და მეც. ვიცი, და მესმის. ალბათ შენ რო ვიყო, ვერც მე გავუგებდი მე–ს. მაგრამ მაინც–მე ის მიყვარს და მხოლოდ მისთვის შემიძლია მთელი დღე თვალცრემლიანმა ვიარო და გავუძლო ამას. არასოდეს არავის არავინ ისე არ ჰყვარებია როგორც მე – შენ. მე ეს მჯერა. ვიცი რომ ეს სიყვარული მხოლოდ იმისთვის შეიქმნა რომ მხოლოდ მე ვზიდო მისგან გამოწვეული ტვირთიც და სიხარულიც. სული მეწვის უკვე, მაგრამ ვუძლებ. იმიტომ რომ ის ერთადერთი და ნამდვილი სიყვარულია ჩემს ცხოვრებაში. არ არის აუცილებელი ამ ჩანახატის აზრი გაიგო. თუ ჩემი ნაწერი გულს ოდნავ მაინც აგიტოკებს ან სულ პატარა ცრემლი მოგადგება თვალზე, ეს ნიშნავს შენ მე მიმიხვდი, სწორად გადმოგეცი ჩემი სული და დაგანახე ყველაფერი. მაგრამ თუ ეს ასე არ მოხდა და ბოლომდე არც კი წაიკითხე, არა უშავს, ეს ჩემი სიყვარულის ამბავია,ჩემი გულის ტკივილი, სულის წვა და რატო უნდა დაინტერესდე. ისე, მინდა რო შენში რაღაც იძრას ამის წაკითხვისას. მე ალბათ მართლა გიჟი ვარ. ... და დავჯდები თეთღ ოთახში თეთრი ხალათით, მოვუსმენ ჩემი სულის ტირილს და ვიოცნებებ შენზე თვალებში ცრემლჩამდგარი. მე ხომ მეტი არაფერი შემიძლია!!! ავტორი: ocean soul |