მოდი,ვარსკვლავები დავითვალოთ! მოგატყუებ და ზევით აგახედებ, ყელში შეგაპარებ მსუბუქ კოცნას - მინდა გაოცებით გადმომხედო. იცი რა ლამაზად გიმუქდება თვალებში სიხარულით გაოცება? წამწამთა ჩარჩო სულს გიმალავს ჩემთვის გაჩენილო საოცრებავ... ახლა მოდი მართლა დავითვალოთ ჩვენი სიყვარულის ვარსკვლავები, ჩურჩულით ვთქვათ ჩვენი აღსარება - რომ ერთმანეთს გულით ვატარებდით. ყველა ნატვრა უნდა აგვიხდინოს ახალი წლის ღამე რომ თენდება, თვალებს ვეძებ წამწამთა სიღრმეში და ჩემი სუნთქვის გაჩერებას, მოდი, ვარსკვლავები დავითვალოთ! |