დღეს მონატრება შემაწუხებს გათენებამდე, ალბად ოცნებაც შემახსენებს თავს, დღეს დილამდე, რა უსასრულოდ იღვრებიან თვალზე ცრემლები, ტკივილს გაგიქრობ და სახეზე მოგეფერები.
ასე შორეულ, მიუწვდომელ ვარსკვლავს რად გავხარ, შენს სილამაზეს, უსასრულო ზეცაში ვხატავ, ვწერ სტრიქონებს და სტრიქონებშიც კი შენ მესახები და სიტყვებიც კი იყინებიან, რომ გეფერები.
ლოდინით დაღლილს, ოცნებები შემომჩვევია, იფერფლებიან და უშენოდ სადღაც ქრებიან, გრძნობებს დაფარულს, გზას გავუხსნი ცივი ხელებით და თბილ სხეულზე უსასრულოდ მოგეფერები.. |