siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-24 - 5:29 AM    
siyvaruli.in
მოვალ ,ნარცისებად გაზაფხულზე
თეთრით შეგერევი დარდიანო...
მოვალ მზის სხივებად ყოველ დილით
ყოველ ცისმარეს და ადრიანო...
მოვალ კვარაკუნჩხად ღობის ძირში
მარტის არეული თვეებიდან...
წყაროდ წამოსვლასაც შევეცდები
შენ რომ ამომცალო ხელებიდან...
მოვალ წვიმის ათას წვეთებში და
თმებში გაგებნევი ღიღინებით...
შენ ნუ გეშინია საყვარელო
აგე,რა ლამაზად ვიღიმები?!
მოვალ თეთრი თოვლით დაფიფქული
ორთქლში გაგერევი ნაბიჯებით...
მერე სიმშვიდიდან მოგიპარავ
თავის დაკარგვაში გავგიჟდებით...
მოვალ ,ნარცისებად გაზაფხულზე
თეთრით შეგერევი დარდიანო...
მოვალ მზის სხივებად ყოველ დილით
ყოველ ცისმარეს და ადრიანო...
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<