მუხებს ჩოხათ საქილეში ჩაუწყვიათ რკოები, აქ არსენას ნაბდის გაშლას გრძნობენ მიდამოები.
ობობას ქსელს გამოფრენილს გარს იხვევენ ჯაგები,
გორაკები, ბანაკები, დაბა-აგარაკები.
შემოდგომამ ყველაფერი შესძრა ხელშეუხები -
წრიალებენ, გრიალებენ, მქუხარებენ მუხები!
1956