ასეა ცხოვრება ნინა, ხელებში შენს თვალებს მალავ, ცუდიდან დღეს ბოლოს წინა წამები, რომ გაქრეს მალე.
ასეა ცხოვრება ნინა, და ასე იქნება ისევ, გაქვს შენი ტკივილის ბინა და ყველას ტკივილებს იტევ.
დეკემბერს ატყვია ყინვა, ლანჩხუთის ფიქრებსაც აწვიმს, გიჩნდება კითხვები "ვინ ვარ?" "რა ვარ?" და... "ვიქნები აწი?"
იღვიძებ, თუმც გძინავს ისევ, გიყვარს მზის თითებით წველა, ადგები და სითბოს ქისებს, ურიგებ ბავშვივით ყველას. |