siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-04-26 - 0:59 AM    
siyvaruli.in
წერე! ვინმე დაგიშლის, ოღონდ წერე ქართულად,
ოღონდ წერე გულიდან, ბოღმას ნუ დანებდები,
დაგორდები კიბეზე, ბევრი არ გაქვს სართული
ბევრი არ გაქვს სართული, უფრო ცოტა ნეკნები -

საკუთარი, რადგანაც შეგრჩა უკვე სამი და
თითებს უნდა გტეხავდნენ, ვისაც არ ეზარება,
კალამს იქნევ უმიზნოდ, თვალში ცრემლი ჩაგიდგა -
სირცხვილის, რომ ვერაფრით კაცი ვერ გამოსულხარ.
სიმწრისაგან, ბოღმისგან ცარიელი მაგიდა -
მუცელს გადაუძახე და დადიხარ ორსული.

ახლა ქარი არ იყოს, ახლა წვიმა არ იყოს,
ახლა კაცი იყოს და არა კაცი ნაკლებად,
ყველა სულით ჭაობი ტივით უნდა გარიყო,
დაამგზავრო სუყველა, თუკი ვინმე გაყვება.

თუმცა არის გვიანი, დაიბადე რადგანაც,
დაიბადე ერთხელ და ულექსობით მოკვდები,
ყველა სულით ჭაობი, შენნაირ გზას ადგანან,
ყველა სულით ვაჟკაცი, არასოდეს... ხომ ხვდები?!

წერე!...
 
გაუზიარე მეგობრებს

0  
1 saly-111   (2012-01-09 5:53 PM) [Entry]
მომეწონაა:*










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<