არავინ იცოდა ვინ რატო ტიროდა, პატარა გოგონას ცრემლები სდიოდა, სიყვარულს კარგავდა და გული სტკიოდა, ტირილის მიზეზი არავინ იცოდა, გოგონას განვლილი დღეები ახსოვდა, "მე შენ მიყვარხარო"- თუ როგორ ამბობდა, უეცარ დაკარგვას ძალიან ნანობდა, მის კოცნას, მის ალერსს, მის სითბოს ნატრობდა...
მერედა ვინ იცის ვინ რატო ტიროდა? პაწიას გული ხომ სიყვარულს ითხოვდა! და ამ ცრემლებით პატარა ცდილობდა, ეჩვენებინა რომ გული სტკიოდა. არავის უყვარდა- ის ასე ფიქრობდა, არავინ ფიქრობდა- მან ასე იცოდა, გოგონამ იცოდა, ეგონა, ფიქრობდა, რომ მის შესახებ არავინ იცოდა...
მისი სიყვარულით ქვეყანა იწვოდა, მის ლამაზ თვალებზე ხომ ბევრი ფიქრობდა, მისი გრძნობისკენ ყველა მიილტვოდა, მაგრამ გოგონა არავის ინდობდა, პაწიას უყვარდა და გული სტკიოდა, პირველ სიყვარულს მწარედ მისტიროდა, ძველი სიყვარული მასზე არ ფიქრობდა, მაგრამ გოგონა ხომ მაინც ფიქრობდა!.. |