ლურჯ ფანჯრებს იქით, ოცნებაო, სიმძლავრით დგება
სამშობლოს ჩემის ხმაურობით სავსე ცხოვრება.
მე კი ვუზივარ ისევ წიგნებს, ვებრძვი ყოველ წუთს,
ვებრძვი და ვიპყრობ მასალათა სიმძლავრეს ჯიუტს.
როცა უბრალო სიდიდეთა რჩება რკალები,
უმაღლესი გზა წინ მეშლება: ინტეგრალები.
რთულ ინტეგრალებს მე ვადარებ ახლა მეორეს,
მსგავსებას მათსა და პოეტის ცხოვრებას შორის;
მას ხომ ჯერ ისევ ბავშვობის დროს, დიდი ხნის წინათ,
სიტყვებთან ბრძოლა და დაძლევა ჰქონია ჟინად.
ახლა კი მის წინ გაიშლება ფერნაალები
უმაღლესი გზა - პოეზიის ინტეგრალები!
ინტეგრალები! სიმებს მარად ესახსოვრება
სამშობლოს ჩემის ხმაურობით სავსე ცხოვრებ