siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-04-29 - 11:48 AM    
siyvaruli.in
ტფილისი, 5 იანვარი,

ჩვენი წერილები პურის ვაჭრობის თაობაზედ ჩვენში სავსე არ იქნება, რომ ერთი ის გარემოებაც არ წარმო-ვუდგინოთ მკითხველს, რომლის გამოც ჩვენში აღძრული 1885 და 1886 წელს პურის ვაჭრობა შემ-თხვევას უნდა მიეწეროს და არა მკვიდრად დაყე-ნებულს წარმატებას პურის მოყვანისას. ვის არ ახსოვს, რარიგად დაიწია ჩვენში პურის ფასმა 1884 წელს და ამ დაწეულმა ფასმა საგრძნობლად არც 1885 წელს აიწია. გარდა ამისა, თუმცა ფასები მეტად დაწე-ული იყო, ამ 1884 წელს თითქმის მუშტარი არა ჰყვანდა ჩვენს პურსა. აი, ამისი მაზეზი რა იყო. ამ 1884 წელს პური დაჰკლებია, ჩეტვერტობით რომ ვიან-გარიშოთ:

ინგლისსა და ირლანდიას 23.900.000
საფრანგეთს 9.200.000
გერმანიას 3.500.000
ბელგიასა და გოლანდიას 1.750.000
ისპანიასა და პორტუგალიას 500.000
იტალიასა და სიცილიას 1.500.000
შვეიცარიას 1.250.000
მექსიკას 250.000
დასავლეთ-ინდოეთს 950.000
შიდა-ამერიკას 990.000
პერუს 100.000
ბრაზილიას 250.000
სამხრეთ-ამერიკას 500.000
----------------
სულ: 44.640.000

ამავე 1884 წელს პური მოჰმატებია

ოსმალეთს 2.750.000
ავსტრო-ვენგრიას 500.000
რუმინიას 1.000.000
რუსეთს 13.200.000
სპარსეთს 250.000
აღმოსავლეთ ინდოეთს 8.000.000
ავსტრალიას 750.000
ახალ ზელანდიას 600.000
ჩრდილო-ამერიკის შტატებს 30.000.000
კანადას 650.000
ჩილის 750.000
ლაპლატას 200.000
----------------
სულ: 58.650.000

ამ ციფრებიდამ სჩანს, რომ საქვეყნო ბაზარს პურისას 44.640.000 ჩეტვერტის მუშტარი ჰყოლია და გამსყიდველი კი 58.650.000 ჩეტვერტისა. ამ სახით საქვეყნო ბაზრისათვის თოთხმეტი მილიონი{1} ჩეტვერტი პური მეტი ყოფილა იმაზედ, რაც საჭირო იყო. აშ-კარაა, პურის ფასი უნდა დაცემულიყო საქვეყნო ბაზარში; აშკარაა, რაკი ჩვენს სამზღვარგარედ ამოდენად მეტი პური იყო, რომ იქაც მუშტარი ვერ ეშოვნა, ჩვენში იქიდამ პურის სასყიდლად არავინ მოვიდოდა 1884 წელს. ამან ძალიან დასწია პურის ფასი ყველგან და ნამეტნავად ჩვენში.
პურის ფასის ძლიერმა დაწევამ ის შედეგი იქონია, რომ ინგლისმა ირჩია საპურედ სახნავ-სათესს მიწებზედ_პურის მაგიერ სხვა უფრო ძვირის ფასის მცენარენი რამ მოეყვანა და ამიტომაც ხვნა-თესვა პურისათვის შეამოკლა ასე, რომ ასზედ თოთხმეტი დააკლო. ამერიკაში პურის ფასის დაწევის გამო ბევრს ადგილას მოსული ყანები აღარ დამკეს და ისე მიანებეს თავი მინდვრებზედ, რადგანაც მომკისა და გა-ლეწვის ფასადაც არა ჰქონდათ იმედი პური გაეყიდნათ. ინდოეთში 227, 481 აკრით{2} ნაკლები მიწები მოხნეს და მოთესეს. ამის გამო პურის რაოდენობამ 1885 წ. და ნამეტნავად 1886 წ. ძალიან იკლო და ფასმა აიწია. რაკი საქვეყნო ბაზარს პური შემოაკლდა იმ ადგილებიდან, საიდამაც აქამდე მოსდიოდა პური, რა თქმა უნდა, მუშტარი ყველგან დაიწყებდა ძებნას პურისას. ამის გამო პურის მუშტარი სამზღვარ-გარეთიდამ ჩვენშიაც მოვიდა და მას აქეთია პურის ფასი ჰმატულობს.
აშკარაა, ეს მაგალითი და იშვიათი შემთხვევა ჭკვას ასწავლის ინგლისსაც და იმისთანა პურის ბოღაზებსაც, როგორნიც არიან ამერიკა, ინდოეთი და ავსტრალია. არასგზით მოსალოდნელი არ არის რომ 1885 და 1886 წლებით განსწავლული ინგლისი, ამერიკა, ინდოეთი და ავსტრალია, ჩვენ თავის მუშტარს პურისას დაგვითმობს. პირიქით, ყოველს ღონეს იხმარებენ, რომ ჩვენი საკუთარი მუშტარიც წაგვართვან. ეს უსაბუთო შიში არ არის და ძალიან ჭკუაზედ ახლოა, თუ კაცი კარგად დააკვირდება მიწათმოქმედებისათვის ავკარ-გიანობას ჩვენის ქვეყნის გარედ. ამ საგანზედ შემდეგს ნომერში ზოგიერთს მოსაზრებას წარვუდგენთ მკითხველსა.

ტფილისი, 7 იანვარი

საკვირველი გახშირება სამიწათმომქმედო მაში-ნებისა ამერიკაში ხარჯს პურის მოყვანისას მეტის-მეტად აცოტავებს. თითქმის არ არის იმისთანა სამუ-შაო მიწისა, რომ მაშინით არა კეთდებოდეს. გარდა ამისა, რომ ხარჯი იქ ამ გზით შემოკლებულია, თვი-თონ მოსავალიც პურისა დიდია, იმიტომ რომ ცოდნით ეკიდებიან საქმეს და ყოველს სახსარს და ღონეს მეცნიერებისას ჰხმარობენ მოსავლის განდიდების და გაძლიერებისათვის. რა თქმა უნდა, ესე ყოველი იმო-დენად გააიაფებს პურსა, რომ ჩვენ ამაში ცილობის გაწევა არ შეგვიძლიან. თუნდ ესეც არ იყოს, მარტო ის გარემოება, რომ ყოველი ჭურჭელი ამერიკისა რკი-ნის გზით არის შეერთებული ნავსადგურებთან და რკი-ნის გზებით პურის გადატანა დაუყოვნებელია, სწრაფია და იაფი, _ მარტო ეს გარემოება საკმაოა დააფოლოს ჩვენი პური საქვეყნო ბაზარში და იქიდამ, როგორც მეტიჩარა, გამოდევნოს. ამასთან ისიც დაუმატეთ, რომ ამერიკის მიწათმომქმედს დაუჯერებლად იაფი კრედიტი აქვს სახელმწიფოსაგან, ასე რომ გაჭირვების დროს მიწათმომქმედი სუბუქად და ადვილად ხელს ინაც-ვლებს. ამას ისიც ზედ დაურთეთ, რომ დიდს აღებ-მიცემობაში საზოგადოდ და პურისაში საკუთრივ პატი-ოსნება და ნამუსიც დიდს საქონლად მიაჩნიათ ამერი-კაში. ჩვენებური ვაჭარი ისე თითქმის არას გაჰყიდის, რომ მუშტარი არ მოატყუოს და ამით ესტიბარი არ გაიფუჭოს სამერმისოდ. აქ ჩვენში ვაჭრობა მოტყუება-ზედ უფროა დამყარებული, ვიდრე იმის ცდაზედ, რომ საქონლის სიკეთით და იეფობით მუდამი მუშტარი აიჩინოს კაცმა და თავნის ხშირად და ბევრჯელ გადატრიალებით იმდენი მოიგოს, რამოდენისაც ერთხა-ნად ვაჭარს სიხარბე აქვს. ამერიკელი ვაჭარი ცოტა სარგებელსაც სჯერდება, რადგანაც იქ თავნი იეფია და ამასთან ისეთი ესტიბარი და ნდობა აქვს ევროპიის ვაჭრებთანა, რომ უნახავადაც მარტო ერთის დეპეშით მილიონების პურსა ჰყიდის და ჰყიდულობს და დარწმუნებულია, რომ არც მეორეში არც თვითონ მოსტყუვდება და არც სხვას მოატყუებს.
ყოველივე ეს იმისთანა გარემოებაა, რომ ამერიკის პურის ვაჭრობა ჩვენს ვაჭრობას პურისას არ ახეირებს საქვეყნო ბაზარში, თუ ერთი უბედური წელიწადი არ შეხვდა ამერიკასა.
მეორე დიდი ბოღაზი პურისა ინდოეთია, რომელსაც დღეს თითქმის მესამე ადგილი უჭირავს პურის საქვეყნო ბაზარში. ინდოეთში მუშა ძლიერ იეფია, და თუმცა დიდი სასიხარულო აქ არა არის რა, მაგრამ ამ იეფობის გამო პურის მოყვანაც იეფად უჯდებათ. თვი-თონ მიწები ძლიერ ნაყოფიერია და ცდა ინგლი-სელებისა, რომ პურის ვაჭრობაში ინდოეთმა თუ არ აჯობოს ამერიკას, ბევრით აღარას ჩამორჩეს რა, ამაო ცდა არ არის. ჯერ ეს წარმოიდგინეთ, რომ იქ ათას ხუთასი მილლიონი დესეტინა მშვენიერი მიწა ჯერ თა-ვისუფალია, უქმად არის და ელის კაცის მარჯვენა ხელს, რომ სულ საყანედ გადაიქცეს. გარდა ამისა, ინდოეთი ევროპიის ბაზარზედ უფრო ახლოა, ვიდრე ამერიკა. ეს გარემოება პურის გადატანის ფასს ჰცვლის ინდოეთის სასარგებლოდ და ამერიკის საწინააღმდეგოდ. გარდა ამისა, ინგლისელები ჰცდილობენ ინდოეთის შიდა გზები იმოდენად კარგი იქონიონ, რომ პურის გამოტანა შიგნიდამ ნავსადგურებამდე ბევრი არა ჰჯდე-ბოდეს. იმის მაგალითად, თუ რამოდენად მარჯვედ მიჰ-ყავთ ინგლისელებს ამ მხრით საქმე, საყურადღებოა შემდეგი ციფრები. 1853 წელს ინდოეთში რკინის გზები სულ 201/2 ინგლისური მილის{3} მანძილზედ იყო; 1860 წ. 839 მილი რკინის გზა ჰქონდათ უკვე; 1870 წ. _ 4,775; 1895 წ. _ 6,519 და 1881 წლის დასასრულს _9,875. ესე სწრაფად კეთება რკინის გზებისა ამ სიდიდე მანძილზედ იმ ქვეყანაში, საცა იმოდენა სიმრავლეა მკვიდრთა და იმოდენა ბუნებური სიმდიდრეა, აშკარად გვაჩვენებს იმას, თუ რა ბედი მოელის ინდოეთს საქვეყნო ბაზარში საზოგადოდ და პურის ვაჭრობაში საკუთრივ. თითქმის ამისთანა სახეირო გზაზედვე სდგას ავსტრალიაცა, ეს მეოთხე ბოღაზი პურისა, და მოდით და თქვენ იქონიეთ იმედი, რომ, თუ არ უეცარი და იშვიათი რამ უბედურება ჩამო-თვლილ ქვეყნებისა, სხვა რაიმე აიძულებს საქვეყნო ბაზრის მუშტარს ამ ბოღაზებს პურისას თავი დაანებოს და ჩვენში მოვიდეს სავაჭროდ!.. ამ იშვიათის უბედუ-რობის იმედით ნურავინ ნუ მოსტყუვდება და ხვნის და თესვის რაოდენობა მარტო შინაურს ბაზარზედ გაიან-გარიშოს. თორემ თუ წასცდა და ამ 1885 და 1886 წლების იშვიათს მაგალითებს მიჰყვა, პური ამბრებში დაულპება და ზარალის მეტს არას ჰნახავს. იმას აღარ ვიტყვით, რომ არც ამ წლების ფასებმა პურისამ იმოდენად აიწია, რომ დიდად სახარბიელო ყოფილიყო მიწათმომქმედისათვის. თუ ეს ასეა დღეს, როცა ასეთი იშვიათი და ჩვენთვის სახეირო წელიწადები შეგვეს-წრო, რა უნდა ვიგულისხმოთ მაშინ, როცა რუსეთს, ამერიკას, ინდოეთს, ავსტრალიას და სხვა ქვეყნებს თავისი ორთა შუა მოსავალი მოუვათ!.. მაშინ ის იქნება, რაც 1884 წ. მოგვივიდა; შინ სახმარზედ ნამე-ტანი პური ფუთი შვიდ შაურად, ორ აბაზად და ცხრა შაურად ძნელად იყიდებოდა და ეს თითქმის მარტო მომკისა, კალოზედ მიტანის და გალეწვის ფასსაც არ ააყენებს; ხვნა-ფარცხვა, თესლი, ღალა კი ტყუილუბ-რალოდ იკარგება სამუდამოდ. აშკარაა, ჩვენი ქვეყანა ამ მხრით წელს ვერ გაიმაგრებს. ჩვენ მარტო იმას უნდა ვეცადოთ, _ პური იმოდენად მოვიყვანოთ, რომ სასყი-დელი არ გაგვიხდეს ჩვენ და ჩვენს შინაურს ეყოს. მი-წათმოქმედება და საზოგადოდ სოფლის მეურნეობა ჩვე-ნი სხვა იმისთანა საგანზედ უნდა მიიქცეს, რომლის გამოც ჩვენთან ცილობის გაწევა საქვეყნო ვაჭრობაში ძნელია. ადგილი და ჰავა ამის ნებას გვაძლევს. სხვა რომ არა ვსთქვათ რა, აი თუნდ ავიღოთ მაგალითად ღვინო. ამაში ჩვენი ბევრნი მოცილენი ვერ ამოგვიჩ-ნდებიან და თუ ამოგვიჩნდებიან, აქაურის ღვინის სიკე-თე ღონეს გვაძლევს ბრძოლისათვის და იმედს გამარ-ჯვებისას.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<