ადამიანებს უყვართ რაიმე ლამაზის დაფიქსირება. სურთ, რაც თავად მოეწონათ, სხვებსაც აჩვენონ, ამიტომაც, ასეთ დროს, ალბათ, ყველა ჩვენგანს ერთხელ მაინც გვინატრია ფოტოკამერა: სულ ერთია, ეს ბუნების მშვენიერი პეიზაჟი იქნება თუ ტოტზე ჩამომჯდარი ჩიტი, ჩამავალი მზე და წითლად მოელვარე ცა ანდა ღრუბლების ქარავანი. დღეს, თითქოს ყველაფერი მარტივია: ყველას გვაქვს ციფრული ფოტოაპარატი, საკმარისია ღილაკზე თითის დაჭერა და ფოტო მზადაა. სურვილი სურვილად, თუმცა, ფოტოკამერის ხელთ ქონა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ სილამაზეს ისევე გადავიღებთ და მივიტანთ სხვა ადამიანებამდე, როგორც იმ წამში თავად დავინახეთ.
რატომ ხდება, რომ ჩვენს მიერ დანახული კადრი რეალობაში სხვაა და ფოტოზე “სხვანაირად გამოდის”? “რა მოუვიდა ცას?” “რატომ ჩაშავდა ნახევარი კადრი?” – ასეთი კითხვები ბუნებრივად იბადება და ამ დროს გვავიწყდება მთავარი – რომ ფოტო კამერამ გადაიღო და არა ჩვენ – ადამიანებმა; რომ კამერამ ავტორეჟიმში თავის ჭკუაზე გაზომა ყველა პარამეტრი და ჩვენ არც ერთი საჭირო პარამეტრი არ დაგვიყენებია, რომ ფოტო ისეთი გამოსულიყო, როგორც ჩავიფიქრეთ.
მიზეზი აქაც ბანალურია: კამერის ხელთ ქონა არაა იმის გარანტია, რომ ჩვენც ისეთივე ტექნიკურად და მხატვრულად შესრულებულ ფოტოებს მივიღებთ, როგორსაც პროფესიონალი ფოტოგრაფები იღებენ.
არადა, გვაქვს მაღალი ხარისხის ფოტოკამერა, თანამედროვე მოდელი, რომელსაც თავისუფლად შეუძლია ასეთი მშვენიერი ფოტოების გადაღება. მიზეზი ჩვენს უცოდინარობაშია: არ ვიცით კამერის სწორი მოხმარება, არ ვფლობთ იმ ელემენტარულ ტექნიკურ უნარ-ჩვევებს, რაც თუნდაც ფოტომოყვარულმა უნდა იცოდეს, ვერ ვერკვევით კომპოზიციაში.
არ ვიცით ის პატარ-პატარა ეშმაკობები და ტრიუკები, რასაც ფოტოგრაფები იყენებენ ლამაზი შუქ-ჩრდილების მისაღებად. ფოტოგრაფიც ხომ მხატვარია, თუმცა, ფუნჯის ნაცვლად კამერა უკავია. ფუნჯის მოსმის ტექნიკას, კომპოზიციას მხატვრები სწავლობენ, ეცნობიან გამოჩენილ მხატვართა შემოქმედებას, მიმდინარეობებს. ფოტოგრაფიაც ხელოვნების ასეთივე დარგია.
სწორედ ამ “ფუნჯის მოსმის…ტექნიკას” ანუ ფოტოკამერის სწორად გამოყენებას, კომპოზიციას, სხვა ტექნიკურ თუ მხატვრულ უნარ-ჩვევებს ასწავლიან Pჰოტოლიფე შტუდიო-ში (www.photolife.ge). სამი თვის განმავლობაში თეორიულ სწავლებას თან ერთვის პრაქტიკული გადაღებებიც ფოტოსტუდიაში თუ გარეთ, შინ შესრულებული დავალებების განხილვა კი შეცდომების გამოსწორებაში შეგიწყობთ ხელს. სამი თვის შემდეგ დარწმუნდებით, რომ მხოლოდ სიფრიფანა სერტიფიკატი, რომელსაც კურსის დასრულების შედგომ მიიღებთ, მეორეხარისხოვანია. თქვენი მთავარი სერთიფიკატი თქვენს მიერ შესრულებული ფოტოები იქნება, რომელსაც უკვე კამერა კი არ გადაიღებს თავის ჭკუაზე, არამედ თქვენ – თქვენს ბრძანებებს – თქვენ მიერ შერჩეულ პარამეტრებს დაემორჩილება კამერა და ისეთ ფოტოებს აღბეჭდავს, როგორიც თავად ჩაიფიქრეთ.
აქ შეგვეძლო დაგვესრულებინა, თუმცა, რჩება ერთი “მაგრამ”: სწორად გადაღებული ფოტო ჯერ კიდევ არ არის დასრულებული ნაწარმოები. ფოტოს დამუშავება – ციფრული ლაბორატორია სჭირდება. სწორედ ციფრული რედაქტორების (ფოტოშოპი, ლაითრუმი და სხვა) დახმარებით მივიღებთ საბოლოო პროდუქტს – ფოტოს, რომელიც ნებისმიერ მნახველში შესაბამის ემოციას აღძრავს.
ფოტოს დამუშავების მზა რეცეპტები არ არსებობს. ამიტომაც, ციფრულ რედაქტორს როგორც წამალს, ისე ვიყენებდეთ - საჭირო დოზით და გადაუმლაშებლად, რათა არ გავიმეოროთ სხვების შეცდომები – დაპლასმასებული ადამიანები, გახუნებული ან პირიქით ფერგაჯერებული ბუნების პეიზაჟი და სხვა.
ფოტოგრაფიის მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვან ეტაპს – ფოტოს დამუშავებას ციფრული რედაქტორების მეშვებით Photolife Studio-ში ასწავლიან. კურსს “ფოტოშოპი ფოტოგრაფებისთვის” ჰქვია, რაც იმას ნიშნავს, რომ ფოტოშოპის ყველა ის აუციელბელი პარამეტრი ისწავლება, რაც ფოტოგრაფს მაღალხარისხიანი ფოტოს მისაღებად სჭირდება.