siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-27 - 1:28 AM    
ფრთხილად!

ხელი არ შეახო ჩემს დაფარულ გულისძგერას,

თორემ ვფიცავ, არ დავინდობ შენს უმანკო ბედისწერას!

ფრთხილად, ფრთხილად! დაუკვირდი ჩემს ქცევას და თვალთა

ცქერას

და ნუ ცდილობ თვალებიდან საიდუმლოს გადაწერას.

საიდუმლო მავიწყდება... ხსოვნის ფსკერზე დამარხული,

საიდუმლო, რომლის ტკივილს, განიცდიდა მარად გული,

საიდუმლო, რომლის სევდამ, გადმომღვარა სინანული,

საიდუმლო, რომლის გესლი სირცხვილივით მდევდა, მდევდა,

საიდუმლო, რომლის სიღრმეს ვერ დაიტევს შენი სევდა!

ო, ამ მწარე საიდუმლომ თავგანწირვა შექმნა მწარე,

და ამოსწვა ჩემი სული, ერთხელ წმინდა, მოელვარე...

და ამოსწვა, სული, მაგრამ შეუერთდა თვით ალს ნაქსოვს,

თვით დაიწვა, და გარწმუნებ, არაფერი დღეს არ მახსოვს.

მე არც ვნანობ! მეტსაც ვიტყვი, თუ დამჭირდა თვით სიკვდილად

მოვაჩვენებ ვისმეს ჩემს ბედს... შენ კი ფრთხილად,

ფრთხილად,

ფრთხილად!
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<