|
თვალებთან ისევ ფერია ყავის... მახსოვს, გხედავდი ზოგჯერ ყავისფრად... სხვა შენთვის ნათმენ ფერთა ამბავიც როგორ გითხრა... ან როგორ არ გითხრა, . რომ მუდამ ვწერდი ვნებაზე ისე, თითქოს ლოცვები მეკითხოს ტაძრად, ახლა დროც დაღლილ მკლავებზე მიწევს და მოთმინებაც სულივით გამძვრა. . სურვილს, ჩემამდე ზღაპრად მონატანს თუკი დედოფლად სურს გაღიაროს, მე მინდა გავხდე შენი მონა და... შენ ჩემთან ღამით ჩუმად იარო! . იმ ერთს და კიდევ ათას ასატანს თუკი აიტანს ღამეს თვალები, მე მინდა გახდე ჩემი ხასა და... შურით დახოცო ჰარამხანები! . ხმები, რომლებიც მესმის შორიდან თუკი უშენო მანძილებს მჩრიან, მე მინდა გახდე სხვისი ცოლი და... შენმა მეუღლემ მესროლოს ტყვია! . გზას, მარტოობა რომ ამარიდა თუკი სურს მაინც დამაზიანოს, მე მინდა გავხდე შენი ქმარი და... სუყველა კაცზე ვიეჭვიანო! . ასე გადაღლილ მკლავებზე მიწევს შენით ნაფერებ ფერთა ამბავიც, იმას რაიმე თუ გააღვიძებს ისევ თვალებთან ფერია ყავის... . რომ შენით ვნება ლოცვაა ტაძრად როგორ გითხრა... ან როგორ არ გითხრა, როცა ვერაფერს ვიტოვებ აზრად, ზოგჯერ უაზროდ გხედავ ყავისფრად . და ვცდილობ გაქრე ყველა ფერიდან, თუკი უფერულს ვაგროვებ ფერებს, მე მინდა გავხდე შავი ბერი და... შენმა მუხლებმა მაცდუნოს მერე! .................................................................................. მე მინდა შენთან... |