შემოდგომისა ველურ ჰანგში
ჭკნება ფოთოლი;
ყმაწვილი გულიც უნუგეშო
ფიქრებით დნება.
მაგრამ სხვა ფოთოლს აამწვანებს
კვლავ გაზაფხული
და სიყმაწვილე კი არას დროს
არ დაბრუნდება!
ქვითინებს ქარი, თან წაიღებს
ყვავილთა ჩურჩულს...
ჰანგი საზარი სულს მიშფოთებს
და გულში მწვდება, -
რომ ვერას დროს ვერ ვეღირსები
მე იმ გაზაფხულს,
და სიყმაწვილე კი არას დროს
არ დაბრუნდება! |