რა მეტყველია შენი დუმილი, მაგ თვალთა კრთომა და ანკარება, უცებ გამიჩნდა მწველი სურვილი, რომ მოისმინო ჩემი აღსარება. მინდა მოგაგო შენ საზღაური, რამეთუ ბნელი შენ გამინათე. და სიყვარულის ეს სასწაული, როცა ამ ბნელში შენ დამინახე. ვხედავ კონტურებს თითქოს ღვთაების, თვალთა ოვალებს, ბაგეთა რკალებს. თვით აფროდიტას შენთან რა ეთქმის, ისიც კი მორცხვად დაგიხრის თვალებს. მოხვედი შენ და უფსკრულს ჩამხედე, სადაც ფიქრებიც გავდნენ ყორანებს. და მე ვიდექი ვით სარკოფაგი, რომელიც მახვილებს აცლის ხმოვანებს. შენ კი მოხვედი და გაანათე, სარკოფაგს დაამხე სრა პირამიდა. შენ ეს უკუნი მზით დაამარცხე, და ჩამჩურჩულე; -მეტი რა გინდა?... რამდენი ვაცალოთ გვირილას ფურცლები?... კი? თუ არა? გულს ცოდნა სწადია. თვალებსაც სცვივათ მლაშე კურცხლები, შენ ხარ იმედი რაც მაბადია. ნუთუ აქამდე ვერ ამოიკითხე, ჩემს ამ უბადრუკ თვალთა მზერაში? რომ შენ მიყვარხარ, ამოვიტვიფრე, შენ შეგეხორცე ბედისწერაში. |