siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-03-28 - 11:53 PM    
მსოფლიოში არსებობს უამრავი აზრი იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთონ ან არ გააკეთონ ნეფე-პატარძალმა იმისათვის, რომ ხანგრძლივი და ბედნიერი ოჯახი შექმნან. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

   არავის მისცეთ მოსაზომად ქორწინების ბეჭედი არც ქორწილამდე არც ქორწილის შემდეგ. 
   ახალგაზრდებს რომ ფული არასოდეს მოაკლდეთ, საქმრომ ქორწილის დღეს ფეხსაცმელში რკინის მონეტა უნდა ჩაიდოს, რომელიც შემდეგ ოჯახური რელიკვიასავით უნდა შეინახოთ. 
   საქმრომაც და საპატარძლომაც სამოსზე ინგლისური ქინძისთავი (ბულავკა) უნდა შეიბას თავით ქვემოთ თვალი რომ არ ეცეთ. მაგრამ იგი არ უნდა ჩანდეს. 
   პატარძალმა ქორწილის დღეს რაღაც სხვისი უნდა ჩაიცვას (გარდა ფატისა, ხელთათმანებისა, ქვედა საცვლებისა და წინდებისა რა თქმა უნდა), ხოლო ფეხსაცმელი დახურული ცხვირით უნდა იყოს. 
   ჯვრისწერის წინ თუ პატარძალი ცოტას იტირებს, ქორწინება ბედნიერი იქნება. უმჯობესია თუ ეს ცრემლები მშობლების დარიგების დროს იქნება და არა რაიმე პრობლემების გამო. 
   როცა პატარძალი ჯვრის დასაწერად ან ხელის მოსაწერად მიდის, დედამ უნდა მისცეს რაიმე ოჯახური რელიკვია: ბეჭედი, ჯვარი, გულსაბნევი, სამაჯური და ა.შ. რათა ამ ნივთმა დაიცვას მათი ოჯახი მომავალში. 
   ჯვრისწერის ან რეგისტრაციის მომენტამდე პატარძალმა არ უნდა დაინახოს საკუთარი თავი სრულად გამოწყობილი. მაგალითად, შეგიძლიათ სარკეში ჩაიხედოთ კაბით, მაგრამ ხელთათმანების ან ფატის გარეშე. ასევე არ უნდა ნახოს საქმრომ ჯვრისწერამდე საქორწინო სამოსში გამოწყობილი პატარძალი. 
   მას შემდეგ რაც პატარძალი წავა ჯვრისწერაზე ან რეგისტრაციაზე, საჭიროა ვინმემ სიმბოლურად მაინც მორეცხოთ იატაკი, რათა ქალი იოლად შევიდეს ქმრის სახლში. უმჯობესია თუ ამას დედა გააკეთებს. 
   სახლიდან გამოსვლისას პატარძალს სასურველია ვუალი ეკეთოს, რათა თვალი არ ეცეს. როცა იგი ეკლესიაში ან ქორწინების სახლში შევა, მას შეუძლია გადაიწიოს ვუალი. 
   მას შემდეგ, რაც საქმრო პატარძალს ბეჭედს გაუკეთებს თითზე, არც მან და არც პატარძალმა ცარიელი ყუთი ან თეფში, რომლებზეც ბეჭდიანი ყუთები იდო, არ უნდა აიღონ ხელში. უმჯობესია ეს გააკეთოს ვინმე გასათხოვარმა ქალიშვილმა ან საქორწილო ბიჭმა. 
   ჯვრისწერის დღეს მშობლებმა თვალი უნდა ადევნონ იმას, რომ არც ერთმა სტუმარმა ან უცხო ადამიანმა არ გაუსწოროს პიჯაკი ან კაბა ნეფე-პატარძალს. 
   ნეფე-პატარძალი სულ ერთად უნდა იდგეს, რათა ვერავინ გაიაროს ან ჩადგეს მათ შორის, რომ კავშირი დაურღვეველი იყოს. 
   ჯვრისწერის სანთლები ნეფე-პატარძალმა ერთად უნდა ჩააქროს, ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრებისათვის. 
   ჯვრისწერის შემდეგ უკვე ცოლ-ქმარმა ერთ სარკეში უნდა ჩაიხედონ, რათა მთელი ცხოვრება მეგობრულად და ბედნიერად იცხოვრონ.
    ეკლესიიდან ან სარეგისტრაციო სახლიდან გამოსვლისას ჯვარდაწერილებს რაიმე მარცვლეული უნდა შეაყარონ: ბრინჯი, ხორბალი - რათა არაფერი მოაკლდეთ. 
   ახალგაზრდები ბანკეტზე პირდაპირი გზით არ უნდა წავიდნენ. ხალხური თქმულებით თავგზა უნდა აურიოთ უწმინდურ ძალას, ამიტომ შეარჩიეთ რთული მარშრუტი. ამ შემთხვევისათვის ზოგიერთ ქვეყანაში უკანა "ბამპერს" ამაგრებენ ცარიელი კონსერვის ქილებს, რათა გზაში ხმაურობდეს და აფრთხობდეს ყოველგვარ უწმინდურ ძალას. 
   როცა ახალგაზრდები იმ ადგილს უახლოვდებიან, სადაც საქორწილო სუფრაა გაშლილი, ყველა ავტომობილის საყვირის ხმა უნდა ისმოდეს. 
   ქორწილში ახალგაზრდებმა მხოლოდ ერთმანეთთან ან მშობლებთან ერთად უნდა იცეკვონ. 
   საქორწილო ტორტს ჭრის პატარძალი, ნეფეს მხოლოდ ხელი უკიდია დანის ტარზე. ტორტის ნაჭერი ძირითადი ნახატით ნეფემ უნდა გადაუღოს პატარძალს, შემდეგ ნაჭერს პატარძალი უღებს ნეფეს, შემდგ კი სტუმრებს. 
   საქმროს ნაჩუქარი თაიგული პატარძალმა მთელი დღე არ უნდა გაუშვას ხელიდან, უკიდურეს შემთხვევაში შეგიძლიათ დააჭერინოთ იგი დედას ან საქმროს, საქორწილო სუფრასთან იგი თვალწინ უნდა დაიდოთ, ხოლო საღამოს უნდა წაიღოთ და საძინებელში დადოთ. ითვლება, რომ თუ თაიგულს ხელიდან გაუშვებთ, ბედნიერება ჩიტივით გაგიფრინდებათ ხელიდან. (არადა, საქორწინო თაიგულის ჯერ კიდევ დასაოჯახებელი ადამიანებისთვის გადაგდება ჩვენშიც კი უკვე ტრადიციად იქცა) 
   თურმე, თაიგულის უკან გადაგდებისას, ნეფის ნაჩუქარი თაიგულის მაგივრად უნდა ისროლოთ ალტერნატიული თაიგული, რომელიც ცოტათი მაინც უნდა გავდეს პატარძლის თაიგულს. 
   საქორწილო სარეცელი უნდა მოაწყოს რომელიმე გათხოვილმა ქალმა. ხოლო ბალიშები ერთმანეთს უნდა ეხებოდნენ ნაკერებით, რათა ცოლ-ქმარმა მეგობრულად იცხოვროს.
 
გაუზიარე მეგობრებს

0  
3 beluuu   (2011-08-09 11:22 PM) [Entry]
au ramagariaaaaaa

0  
2 nervoza   (2011-03-31 0:51 AM) [Entry]
dardi da tkivili igrdznoba shen sityvebshi sicilis smailis ukan. da es asea tu me mechveneba?

0  
1 patara   (2011-03-30 4:07 PM) [Entry]
eh eg yvelaferi ro shvelodes bednier lamaz mshvid da maradisul ojaxis shenarchunebas siamovnebit gavaketebdi yvelafers detalurad...:DDD










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<