რაში გჭირდები მე, ტრფობის ხამი. შენ მიღალატებ - მეც გაგიწყრები. დაგავიწყდება ის ტკბობის ჟამი და მეც სულ ისე დაგავიწყდები. დავლევ, დავთვრები ბრაზმორეული. წარსული ახლა ჩემი მტერია. საიდანღაც კი ხმა შორეული წამიჩურჩულებს: - არაფერია! რაში გჭირდება ღატაკი, ლოთი. შენი ცხოვრება ახლად იწყება. და ერთი გიჟი, სულელი, შფოთი... ისე, უბრალოდ დაგავიწყდება. -შენი დრო მორჩა, როგორც უყურებ, -მეტყვი, --ახლა კი ჩემი ჯერია. გამიკვირდება, ჩავიბუტბუტებ: -განა ეს მართლა არაფერია?! დეკემბერია, გული თოვლს ითხოვს... შენ გათხოვდები - მეც გაგიწყრები. დაგავიწყდება იანვრის სითბოც და მეც სულ ისე დაგავიწყდები |