ასე მგონია ყველა სიმღერა ჩვენს სიყვარულზე არის ნამღერი და ყველა ლექსი,სევდით და ცრემლით გულის ტკივილით არის ნაწერი... მაგრამ ყოველთვის ღამე როდია?! -ისევ გაფანტავს მზე თავის სხივებს, და ცისფერ ცაზე თეთრი ღრუბლები დამიხატავენ შენს ლამაზ სახეს!! მომაგონდები სანთელს ავანთებ, მომეფინება შუქი ნათელი, გული ვარდივით გაიფურჩქნება და გამიქრება ტანჯვა,ნაღველი.... დღეს თუკი მოვყე სადაც არა წვიმს , მაინც მოხვდება ნამი იმ მიწას,, შენზე ვლოცულობ, თვალი ლაღად ცრის და მიღამდება მე ყოველ დილას!! |