თუმცა იყო და არა იყო თეთრი ღამენი, თუმცა იყო და არა იყო ირგვლივ სითეთრე, პატარა ბავშვი და ბუნებით დიდი კარმენი იყავი... მაინც გეფერება ჩემი თითები.
ცაზე გაკრული ამორძალი მზეა, წითელი, ცალი მკერდი რომ მოუჭრია მაგ შენს თვალებთან, მუხლთან მისვლამდე ამოსული ფიქრი მივთელე, რადგან ხანდახან უნებურად მომაქვს წვალება -
შენთვის... "ბოდიში, აღარ ვიზამ, ალბათ არასდროს", ეს ხომ ტყული იქნებოდა, მაინც მიხვდები, შენმა თვალებმა ვნებიანი მზერა დამასწრო, მზერა რომელიც არ მინახავს, თუმცა გიხდება.
გზააბნეული უჩვენობით დაღლილ სულივით, ჩამოვისვენებთ უსათუოდ (ერთად) ორივე, ისევ მძიმეა დღეისათვის ჩემი სურვილი, შენი ფიქრის და უძილობის მერქვას მორიგე.
დღეებს ვუყურებ ნერვიულად, ალბათ ასევე შენაც უყურებ, ესეიგი ერთად ვუყურებთ, ოთახს ფიქრები და დღეები ბუზებს ასევენ და ამ დაობილ საუზმესაც ვიყოფთ უპუროდ.
"თათა"! ეს შენი სახელია, მიყვარს რომელიც... |