|
რა არის სიყვარული? ამ კითხვაზე ყველას განსხვავებული პასუხი აქვს,დასკვნა კი საბოლოოდ მაინც ერთია– სიყვარული ყველაფერია და რომ უიმისოდ ცხოვრება წარმოუდგენელია... მე კი არ ვიცოდი სიყვარული რა იყო. უსიყვარულოდ შემიყვარდა. ის ბავშვი იყო,დიდი ადამიანივით მოაზროვნე,მე კი დიდი გოგო,ბავშვივით მოაზროვნე. ჩვენ ერთმანეთს ვავსებდით. მე მომწონდა მისი ღიმილი...ეშმაკური ნაპერწკლები მის მზერაში...არ მაღიზიანებდა მისი ბავშვური გამოხტომები,პირიქით მეც ვყვებოდი ხოლმე და ერთად ვცელქობდით... ერთმანეთიც ხომ ამ ცელქობის დროს შეგვიყვარდა...როცა თმაში გვირილები ჩამაყარა... ყველაფერი მახსოვს... 20 მაისი.2009 წელი.ეს ის დღეა როცა ერთმანეთს სიყვარულში გამოვუტყდით.ჩვენი მოწმე მხოლოდ ბებერი,უზარმაზარი ჭადარი იყო რომლის ჩრდილშიც ვისხედით... არადა მთალი დღე მოვანდომე მზადებას...გულის წასვლამდე ვნერვიულობდი...ერთი პირობა ვიფიქრე,ალეკოს დავურეკავ აღარ გამოიყვანოს მეთქი,მაგრამ ვერ შევძელი...როცა მოსაღამოვდა ჩემმა გულისცემამ პიკს მიაღწია... დანიშნულ ადილზე მივედი...ცოტახნის ლოდინის შემდეგ შევნიშნე მოდიოდა...დავინახე თუ არა შიში,ნერვიულობა და ყველა განცდა ერთბაშად გამიქრა...,,პრივეტ...შენ აქ საიდან? ორივემ ერთნაირი მიზეზი ვთქვით რომ აქ სიარული გვიყვარდა....არადა მე ხომ ზუსტად ვიცოდი,ალეკომ ჩააწყო....:) – ნიკა, იცი რა... – რა? – არაფერი კაი იყოს... – მითხარი.. – არა სხვა დროს იყოს... – მაშინ მე გეტყვი... – ნიკა... – ჰო – ვინ ვარ მე შენთვის? – მე ვინ ვარ? – პირველმა მე გკითხე... – მეც ანალოგიური მინდოდა მეკითხა ასე რომ მითხარი. – მეგობარი,ამხანაგი,მეზობელი... – კიდევ? – მე ვინ ვარ? – ყველაფერი... – რა? – რაც გაიგე...ჩემთვის ყველაფერი ხარ... – ესე იგი... – ჰო... მახსოვს იმ ღამეს გვიანობამდე ვსეირნობდით...სახლში რომ ავედი გაწვიმდა...ფანჯარასთან ვიდექი და ჩემს თვალებზეც წვიმდა...მაგრამ ეს სიხარულის ცრემლები იყო,,,მაგრამ მაინც ვერ ვხვდებოდი რა მჭირდა...ერთი ვიცოდი–ჩემი ბედნიერების სახელი ნიკა იყო... |