siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-04-19 - 4:25 AM    
siyvaruli.in
აღარ დავიწყებ სიყვარულით სავსე დღეების აღწერას...მაგრამ ვინც კი ოდესმე დატყვევებული ყოფილა ამ პირველი წმინდა და უმწიკვლო გრძნობით,უსიტყვოდ გაიგებს ჩემს განცდებსაც...
ერთ დღესაც ნიკა გამებუტა...უმიზეზოდ...ყველაზე მეტად იმან გამაგიჟა რომ ერთი სიტყვაც არ უთქვამს მაშინვე სახლში ავარდა...გაშტერებული დავრჩი...გაწვიმდა...ამან შვება მომგვარა...ქუჩაში მივდიოდი და ვერაფერს ვხვდებოდი...რა დავაშავე?...არ მიტირია.საერთოდ ყველა პრობლემა ადრე თუ გვიან წყდება,და წინასწარ ისტერიკების გამართვა უაზრობაა...
ტელეფონი აწკრიალდა.
– გოგო,სად ხარ?
– ზასტავაზე ვსეირნობ...ნიკა გამიბრაზდა...
– ვიცი გოგო ქეთიმ დაგინახათ რომ კამათობდით...
– უმიზეზოდ გამებუტა გესმის?? აზრზე არავარ რაზე!!!
– კაი კაი რა გაყვირებს? ალეკოს ეცოდინება,გადაბმული ძმაკაცები არიან და კითხე...
–ალე!!!
– გისმენ..მარ შენ ხარ?
– ნიკა გამებუტა და არ თქვა რო არ იცი!!! რა ხდება?
– ვიცი–მიპასუხა ყრუდ– კრისტიმ მოჩორტა რაღაც ძველ ამბებზე ვერაფრით დავაჯერე რო ტყუილია...ალო!!!!
,, საზიზღარი ძუკნა!!!,,
სადარბაზოსთან დიდხანს ველოდე.გამოჩნდა.ჩემს დანახვაზე კეკლუცად ასწია თავი და რაღაცის სათქმელად პირი დააღო.ყელში ვეცი და კედელს მივანარცხე.
– მეორედ რომ ჩაერიო ჩემი და ნიკას ურთიერთობაში ვეღარ გადამირჩები გესმის?
– რაა? რა გინდა ჩემგან?
– გაფრთხილებ!!! კედელზე უფრო ძლიერად მივაკარი და ხელი მოწყვეტით შევუშვი.ჩაიკეცა.
მე და ნიკა იმ დღესვე შევრიგდით და ყველაფერი ძველებურად გაგრძელდა,კრისტის ძმამ სცადა ჩემთან საქმის გარჩევა, მაგრამ როცა მიზეზი გაიგო სიტყვა აღარ უთქვამს.
მე ვგრძნობდი რომ ეს დასაწყისი იყო...
წინ კიდევ ბევრი ბრძოლა მელოდა...
მთელი სამეგობრო გაოცებული იყო ჩვენი კავშირით,როგორ მოახერხა, რომ სტილით ყველასგან განსხვავებულმა უბრალო გოგომ სამეზობლოში ყველაზე ლამაზი ბიჭი დაითრია....
მაგრამ დადგა დღე,როცა ბედმა გადაწყვიტა ჩვენი მომავალი....
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<