siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-21 - 10:55 AM    
ვინ ვარ მე?..
ამ კითხვაზე პასუხს მთელი ცხოვრება ეძებენ და ხანდახან ისე კვდებიან , ვერ პოულობენ....
ჩემს ცხოვრებას მხოლოდ დღიურში ავღწერდი დღემდე.ვწერდი ყველაფერს რაც მტკიოდა, რაც მიხაროდა, რაც მაწუხებდა,ყველა ბედნიერი მომენტები თუ თავგადასავლები ყველაფერს ერთ დიდ ყუთში ჩაწყობილი შავი სქელკანიანი რვეულები ინახავს...
არასოდეს მიფიქრია საზოგადოებისთვის ჩემი ცხოვრება მეჩვენებინა.მაგრამ....დღეს ჩემთვის ყველაფერი სულერთია...
ხალხი საუკეთესო მსაჯულია.
არვიცი ვინ რას იფიქრებს ჩემზე.
სულერთია....
უბრალოდ მინდა ტკივილი გაქრეს...
სამუდამოდ გაქრეს.!!!
ვიცი მალე წავალ ამ სამყაროდან...და მეშინია რომ ამ კითხვაზე პასუხს უკანასკნელ მომენტშიც ვერ ვიპოვი...
ჩემში ორი ,,მე,, ცხოვრობს...ერთი წარსულში დარჩენილი ჩვეულებრივი ,,მე,,–ა, მეორე კი....
სწორედ ამ მე–ების ცხოვრება მინდა ავღწერო....
ანუ ჩემი თავის?
არა...ჩემი თავის არა...იმიტომ რომ არვიცი რომელ მე–ს ეკუთვნის ჩემი სული...
ყველაფერი კი 2009 წლის ზაფხულიდან დაიწყო....
ის პერიოდი სიკვდილისწინა ზმანებაში ტკბილად მომელანდება...
ამის გამო სიკვდილისაც არ მეშინია...
სიკვდილი მხოლოდ დასაწყისია...
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<