რევოლუციურს, ჯერარნახულს, ჯერარგაგონილს,
უდიდესს თავის ნებისყოფით, გმირულს, უაღრესს,
თვალწინ გადაშლილ გარდატეხათ უდიადეს აზრს,
მრავალი ათას მტკიცე ძაფით დაკავშირებულს;
აღფრთოვანებას მასებისას, მილიარდიან
ძლიერ ტალღებად რომ მიღელავს ახალის ძალით,
უსასტიკესი დაჟინებით რომ ანგრევს კარებს
მილიონების უფართოეს ჰორიზონტებთან,
ნგრევას, ო, ნგრევას დაუნდობელ ნგრევას ძველისას,
კარჩაკეტილი ცხოვრებიდან - გავიდეთ მზეზე.
ულმობელ ტრიალს ისტორიის მედგარი ბორბლის,
რევოლუციურ საქართველოს -
ნახტომს უდიდესს, უზარმაზარს, განსაცვიფრებელს, -რევოლუციურს, ჯერარნახულს, ჯერარგაგონილს,
ვაშა ამ ახალ საქართველოს, ვაშა შენებას! |